გაკვეთილის გეგმა

საგანი

ქართული  ენა
ჩატარების დრო
28.03.2018 წელი
კლასი
I
მასწავლებელი
შორენა გრიგალაშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა
28
სსსმ მოსწავლე-0
გაკვეთილის თემა
„სიტყვის ძალა“

გაკვეთილის მიზანი
·         მოისმინონ  და  წაიკითონ ტექსტი ;
·         გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
·         გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული ტექსტი;
·         ჩამოუყალიბდეთ პიროვნული თვისებები,პატივისცემით მოეპყრონ სხვა პიროვნებებს,გამოიყენონ მიმართვის თავაზიანი ფორმები( გმადლობთ,ბოდიში,თუ შეიძლება).

საჭირო  დრო
აქტივობა  მიმდინარეობს  ერთი  გაკვეთილის  განმავლობაში
 ( 35წთ)

ეროვნული  სასწავლო  გეგმის სტანდარტი:
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. I.  1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
·         უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
·         მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);    
·         ამოიცნობს და იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.).
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირბით;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
მიმართულება : წერა
ქართ.1.14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადების შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას.


საჭირო  მასალები: 
სახელმძღვანელოში მოცემული  ტექსტი;  თაბახის  ფურცლები; მარკერები; ფლომასტერები, მაგნიტური ბურთულები, მაგნიტური დაფა.

საჭირო   წინარე  ცოდნა  და  უნარ- ჩვევები
კითხვის ტექნიკის ფლობა; სასვენი ნიშნების სათანადო  გამოყენება; წინადადებების რაობა შინაარსის  მიხედვით; ტექსტის კითხვა სათანადო ინტონაციით;
ლექსიკური ერთეულების ცოდნა; მოსმენის უნარი

მუშაობის  ფორმები
 მთელი კლასი; ინდივიდუალური
გაკვეთილის  ფაზები
1-ლი  ფაზა - წაკითხვამდე
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას ,,სიტყვის ძალა"და გაკვეთილის მიზანს:
ტექსტის კითხვა;
ტექსტის გაგება-გააზრება;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

 წინარე  ცოდნის  გააქტიურება

აქტივობა 1. ვარაუდების გამოთქმა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გამოთქვან ვარაუდები ტექსტის სათაურთან დაკავშირებით.
აქტივობის აღწერა: „ვარაუდების ღრუბლის“ შევსება- ფლიპჩარტზე ვწერ მოსწავლეების მიერ  გამოთქმულ ვარაუდს ტექსტის სათაურთან დაკავშირებით დანართი 1-ის 1.
აქტივობა 2.ლექსიკურ  მარაგზე  მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიგონ მათთვის უცნობი სიტყვების განმარტებები.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებისათვის უცნობი  სიტყვები  მოთავსებული იქნება ჩემს  მიერ შედგენილ „ სიტყვის  სკივრში“. მოსწავლეეები სათითაოდ ამოიღებენ და ხდება უცნობი  სიტყვების განმარტება (დანართი 2.)

მე-2  ფაზა  -   კითხვის დროს

აქტივობა 3. მოდელირება
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოისმენენ  ტექსტს შესაბამისი ინტონაციით ;
·         გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;
·         გაიგებენ და გაიაზრებენ წაკითხულ ტექსტს;
·         მოისმენენ თავაზიან სიტყვებს: გმადლობთ,ბოდიში,თუ შეიძლება
აქტივობის აღწერა:    ხმამაღლა ვკითხულობ  , ფრაზების  მკვეთრად  გამოყოფით  ვკითხულობ მოთხრობას  „სიტყვის ძალა“.  ვსამ ერთ საკონტროლო კითხვას .
-         როგორი ძალა ჰქონია სიტყვებს: გმადლობთ,ბოდიში?
აქტივობა 4. ფრაზებად კითხვა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ ტექსტი ნაწილ-ნაწილ  და უკეთ გაიაზრონ ტექსტი.
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ფრაზებად ხმამაღლა,გამოთქმით ,გაბმით. ვსვამ კითხვებს ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით.
აქტივობა.5. ,,დედაენა“
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები გონებრივად განიტვირთებიან, ფიზიკურად გავარჯიშდებიან  და მოემზადებიან შემდეგი აქტივობისათვის.
აქტივობის აღწერა: ვარჯიშობენ და თან ამბობენ ტექსტს:

ეს მარჯვენა ,ეს მარცხენა
ხელი წინ და ხელი მაღლა.
ფრენაც ხელით შეგვიძლია
განა ფრენა? წერაც ძერწვაც
ხატვაც ხელით შეგვიძლია,
უქმად მყოფს კი კეფის ქექვა,
ფეხებს რაღა შეუძლია?
სიარული, რბენა, ცეკვა,
ახლა სწრაფად დავასრულოთ
სასწავლი გვაქვს "დედაენა".

აქტივობა 6.   თამაში „დაიმახსოვრე!“ (დანართი3)
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს სწორად გამოთქვას ფრაზები: ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა.
აქტივობის აღწერა:   ჯერ დაფაზე ვაკრავ თაბახის ფურცელზე დაწერილ ფრაზებს: ბოდიში მოუხადა.მადლობა გადაუხადა. მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ.  ჩამოვხსნი ფურცლებს და და ვთავაზობ თამაშს. ბურთს ვუგდებ მოსწავლეებს და მონაცვლეობით ვასახელებ სიტყვას „ბოდიში“ და „მადლობა“ მოსწავლეებს ვავალებ სწორად დაასრულონ წინადადება .  თამაშში ყველა მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
მე-3  ფაზა - წაკითხვის  შემდეგ
აქტივობა7. ფლიპჩარტზე  - „ ვარაუდების ღრუბელი“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები  ტექსტის უკეთ გააზრებისათვის შეადარებენ  ტექსტის წაკითხვამდე და ტექსტის წაკითხვის  შემდგომ  ვარიანტებს.
აქტივობის აღწერა:ვწერთ საბოლოო დასკვნას სათაურთან დაკავშირებით. დანართი 1-2,3 კითხვების პასუხებში.
აქტივობა 8.  სწორია თუ არასწორია?
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა  უნდა ამოიცნონ  წინადადებაში სწორად არის თუ არა ჩაწერილი სიტყვები: ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა.
აქტივობის აღწერა:  დაფაზე ვაკრავ  ფორმატს ,რომელზეც დაწერილია წინადადებები არასწორად.მოსწავლეებმა ისინი უნდა შეასწორონ.
( დანართი4)

აქტივობა 9. შემაჯამებელი კითხვის/ კითხვების  დასმა.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიგონ და გაიაზრონ ნასწავლი ტექსტი.
აქტივობის აღწერა:
-რა მოგეწონათ მოთხრობაში?
-რა არ მოგეწონათ?
-მაშ,რომელი ჯადოსნური სიტყვები ვისწავლეთ?(ბავშვები ჩამოთვლიან).

აქტივობა 10.  საშინაო  დავალება დანართი 3.

აქტივობა 11. - გაკვეთილის შეჯამება კითხვებით:
რა იყო გაკვეთილზე შენთვის საინტერესო ? რის განმეორებას ისურვებდით? რატომ?
დროის განაწილება:

1-ლი  ფაზა (გამოწვევა)  შესავალი ნაწილი - 5 წთ.
მე-2  ფაზა  ფაზა (შინაარსისრეალიზება)   ძირითადი ნაწილი   -20  წთ.
მე-3  ფაზა (გამთლიანება) დასასრული, შემაჯამებელი ნაწილი - 10წთ.












შეფასების კრიტერიუმები

  • S(ძლიერი) კითხულობს  სწორად , მთლიანი  სიტყვებით          იცავს  სასვენ  ნიშნებს, ყურადღებას  აქცევს ინტონაციას.  წარმატებით  ართმევს თავს   ინდივიდუალურ სამუშაოს.


  • N (საშუალო) კითხულობს  შეფერხებებით,  უჭირს  თანხმოვანთა კომპლექსების  ამოკითხვა, ინდივიდუალურ სამუშაოს ასრულებს  მეგობარის  დახმარებით.

  • I  - (სუსტი)კითხულობს  მარცვალ-მარცვალ, უჭირს სასვენი  ნიშნების  გამოყენება, ინდივიდუალური სამუშაოს  შესრულებაში  საჭიროებს  მასწავლებლის  დახმარებას.


შეფასების კრიტერიუმები;                
კომპეტენციის  დონის  აღწერა
შეფასება
  • უცხო სიტყვების შესაბამისი განმარტების შერჩევა და წინადადებაში მისი გამოყენება.
  • კითხულობს  მთლიანი სიტყვებით, სათანადო ინტონაციით,  სასვენი ნიშნების გამოყენებით .
  • უცხო სიტყვების შესაბამისი განმარტების შერჩევა და წინადადებაში მისი გამოყენება.

სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
  • ფერხდება უცხო სიტყვების, თანხმოვანთა კომპლექსების ამოკითხვისას.
  • მასწავლებლის დახმარებით ახერხებს უცხო სიტყვისთვის განმარტების შერჩევას და წინადადებაში მის გამოყენებას.
  • მეგობრების დახმარებით ახერხებს  ჯგუფური სამუშაოს შესრულებას.
 საჭიროებს დამატებით მუშაობას კითხვითი უნარის გაწაფვაში.
  • ტექსტს კითხულობს  მარცვალ-მარცვალ, შეფერხებებით.
  • საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას ინდივიდუალური და ჯგუფური  მუშაობის დროს.

სჭირდება მასწავლებლის აქტიური დახმარება უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.
























1.       როგორ ფიქრობთ ვინ იქნებიან მოთხრობის ,,სიტყვის ძალა“  გმირები?~

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________


2.       გამართლდა თუ არა ჩვენი ვარაუდი?
_________________________________________________________
3.       ვინ არიანმოთხრობის  გმირები?
____________________________________________________________________________________________________________________
დანართი  1
















დანართი 2.

                        სიტყვის სკივრი




სიტყვის სკივრი

ჯადოსნური - სასწაულებრივი,გასაოცარი;

თავჩაღუნული -  თავდახრილი























(დანართი3)


დაიმახსოვრე!

ბოდიში მოუხადა.მადლობა გადაუხადა.


















დანართი 4


სწორია თუ არასწორია?


იამ ფისოს ბოდიში გადაუხადა.(მოუხადა)
დაჩიმ მამას მადლობა მოუხადა.(გადაუხადა)
გიამ მასწავლებელს ბოდიში გადაუხადა.(მოუხადა)
დიდედამ დედას მადლობა მოუხადა.(გადაუხადა)















დანართი 5.



       ს ა შ ი ნ ა ოდ ა ვ ა ლ ე ბ ა

დახატეთ მოთხრობის  ერთ-ერთი გმირი/ ეპიზოდი.
ტექსტი -კითხვით.









......... .,     აღარ დავხევ რვეულს!
...........,  შენი საჩუქარი ძალიან მომეწონა.
...........,  ნამცხვარი მომაწოდეთ!

No comments:

Post a Comment