გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილისთემა
 იაკობ გოგებაშვილის ,,სოსოს ქუდი “
სწავლებისსაფეხური
საგნისდასახელება, მასწავლებელი
დაწყებითი საფეხურიI გ კლასი

ქართული ენა და ლიტერატურა
შორენა გრიგალაშვილი
მოსწავლეთარაოდენობა
კლასში არის 28 მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე არ არის

გაკვეთილის მიზნები
გაკვეთილის სასწავლო მიზანი:
მოსწავლეები წაიკითხავენ  ახალ ტექსტს ინდივუდუალურად,ჯგუფურად,სწორი ინტონაციით,გაიგებენ მის შინაარსს და კითხვებს უპასუხებენ,ილუსტრაციებს დაუკავშირებენ ტექსტის ეპიზოდებს,დაასრულებენ წინადადებებს კონტექსტის შესატყვისად.
·         დიდი წიგნის შექმნა;
·         გაწაფული-გამართული კითხვა;
·         მოსწავლეები განავითარებენ:
·         ტექსტზე  მუშაობის უნარ–ჩვევებს,
·         დაკვირვებისა და მსჯელობის უნარ–ჩვევებს,
·         აზრის გამოთქმისა და დასკვნის გაკეთების უნარებს
ეროვნულისასწავლოგეგმითგანსაზღვრულიმისაღწევიშედეგი/ინდიკატორები



მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. 1.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანმიმდევრობის მიხედვით;
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას და ახასიათებს მას;
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
მიმართულება: კითხვა
ქართ.1.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის,სტროფის,წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         აკვირდება ტექსტის  კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს(სათაურს,ილუსტრაციას,შრიფტს.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს.


მიმართულება : წერა
ქართ.1.14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადების შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას.
ქართ.1.15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;






გაკვეთილის თანმიმდევრობა

   A ფაზა(გამოწვევა). შესავალინაწილი


აქტივობა 1- წინარე ცოდნის გააქტიურება
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გავახსენებ : რამდენი ასო-ბგერაა ქართულ ენაში? ხმოვნებსა და თანხმოვნებს, რა არის წინადადება? რამდენ სიტყვიანი შეიძლება იყოს წინადადება?  წინადადების შედგენა.
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი

აქტივობა 2- საუბარი ქუდის შესახებ,მისი ამოცნობა და დახასიათება მოსწავლეების მიერ.
ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს  წარვუდგენ სკივრს,რომელშიც დევს ქუდი.მოსწავლეებმახელის შეხებით უნდა დაახასიათონ ეს ნივთი.


B  ფაზა (შინაარსისრეალიზება)   ძირითადი ნაწილი

აქტივობა 3-საუბარი ილუსტრაციაზე და ვარაუდების გამოთქმა.
აქტივობის აღწერა: ვაჩვენებ დიდი წიგნის ყდას, სადაც ხატია ბიჭი ქუდით, წერია მოთხრობის სათაური, ავტორი და მხატვარი. მოსწავლეები ჩემი  დახმარებით გამოთქვამენ ვარაუდებს ამ მოთხრობის შესახებ.
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი

აქტივობა 4- ილუსტრაციის მიხედვით ტექსტის აწყობა.
აქტივობის აღწერა:  შევახსენებ მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის წესებს. გავაცნობ შესასრულებელ დავალებას, დავურიგებ ნახევრად მზა მასალას, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციას შეუსაბამონ სიტყვები და ააწყონ წინადადება.
ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი,ჯგუფებში მუშაობა.
აქტივობა 5- დიდი წიგნის აწყობა.
აქტივობის აღწერა: დასრულებული ნამუშევრები მოაქვთ მოსწავლეებს და ვკინძავ დიდ  წიგნს.
აქტივობა 6- საჩვენებელი კითხვა.
აქტივობის აღწერა:  გამომეტყველებით ვკითხულობ აწყობილ წიგნში მოცემულ ტექსტს,, სოსოს ქუდი“.
ამ აქტივობით ხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვერბალური ინტერაქცია,  რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაგება - გააზრებაში.
აქტივობა 7- ერთობლივი კითხვა, ფრონტალური კითხვებით ტექსტის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გუნდურად, რაიმე ნიშნის მიხედვით.
ეს აქტივობა, ხელს უწყობს გაწაფული კითხვის საბაზისო უნარების განვითარებას, ტექსტის შეგნებულად წაკითხვას.
ტექსტს ვაყოლებ ხელს და მოსწავლეებთან ერთად წავიკითხავ ; შემდეგ მათ წავაკითხებ ერთად  ( გამოვიყენებ ერთობლივი კითხვის სხვადასხვა ვარიაციებს შესაძლებლობის მიხედვით:  გუნდური კითხვა, ექოს ტიპის კითხვა, რაიმე ნიშნის მიხედვით კითხვა).
       ტექსტის შინაარსის გაგება გააზრების მიზნით ვსვამ ფრონტალურ შეკითხვებს: ვინ არის ამ მოთხრობის მთავარი მოქმედი პირი? რატომ დაიხურა სოსომ მამის ქუდი? რატომ გაეღიმა მეზობელს სოსოს დანახვაზე?

C ფაზა (გამთლიანება) დასასრული, შემაჯამებელი ნაწილი
აქტივობა8- დაასრულე წინადადებები.
აქტივობის აღწერა:  დაფაზე დაწერილი მაქვს დაუსრულებელი წინადადებები. ბარათებზე დაწერილია სიტყვები, რომლებიც უნდა ჩასვან მოცემულ წინადადებებში.
სოსომ მამის ქუდი ... (დაიხურა).
სოსომ გრძელი ჯოხი ... (აიღო).
სოსო თავმომწონედ გარეთ ... (გამოვიდა).

 აქტივობა 9 - გაკვეთილის შეჯამება კითხვებით:
რა იყო გაკვეთილზე შენთვის საინტერესო ? რის განმეორებას ისურვებდით? რატომ?

შეფასების ფორმები

 განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები: განმავითარებელი კომენტარი. ჯგუფური მუშაობისას ფოკუსირებული დაკვირვება.
ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ სამუშაო რვეულში ვაკეთებ სპეციალურ ჩანაწერებს. ეს შეიძლება იყოს:
- სწრაფი, მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის ასპექტებზე, რომლებიც: ა) ძნელად ან
საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის დაუფლება-გამოყენებას; ბ) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში
  ვავსებ სქემას შეძლებისდაგვარად გაკვეთილზე ან გაკვეთილის დამთავრებისას.








შეფასების სქემა :
მოსწავლე
შეკითხვა, პასუხი და საუბარიტექსტის შინაარსის შესახებ
ტექსტის ერთობლივი კითხვა
სიტყვების ჩასმა
აქტ.
შესრ.
აქტ.
შესრ.
აქტიურ.
შესრ.






















ფოკუსირებული დაკვირვების სქემა:

მოსწავლე
ჯგუფში ჩართულობა
სიტყვის ამოცნობა
წინადადების აწყობა












საკლასომენეჯმენტი
მოსწავლეების ორგანიზება: გაკვეთილზე მოსწავლეები მუშაობენ  ინდივიდუალურად და  ჯგუფურად.
რესურსები:დაფა, ცარცი, მოსწავლის სახლმძღვანელო, ფორმატზე შესრულებული თვალსაჩინოებები, მარკერები, ბარათები, წებო,ქუდი,სკივრი .
დროის განაწილება:
  • A  ფაზა (გამოწვევა)  შესავალი ნაწილი - 5 წთ.
  • B  ფაზა (შინაარსისრეალიზება)   ძირითადი ნაწილი   -20  წთ.
  • C  ფაზა (გამთლიანება) დასასრული, შემაჯამებელი ნაწილი - 10წთ.


No comments:

Post a Comment